ძებნა

Sunday, 30 March 2014

გადმოიწერეთ თქვენთვის საჭირო პროგრამები


Google Chrome

Opera

Mozilla Firefox

Safari





Flash Player

Adobe Acrobat

Bitcomet

uTorrent





Java

Microsoft Office

Security Essentials

Nero12




InkScape

VLS Player

Image Resizer

Winamp



.
                           
           Gom Player                            iTunes                   Video Converter                   Unlocker           
                          
        Daemon Tools                        Picasa                            Miranda                           Skype
   
                      

            pnitro                              winrar                              teamviewer                  ccleaner

Tuesday, 25 February 2014

ახლადშექმნილი ხატი „საქართველოს იმედი“

ახლადშექმნილი ხატი „საქართველოს იმედი“

2009 წელს ფოკის დედათა მონასტრის სახელოსნოში რამდენიმე მონაზონს მოაფიქრდა წმინდა სამების ხატის მინანქრით მექმნა და ეს აზრი კათოლიკოს-პატრიარქს გაუზიარა. პატრიარქმა მათ შესთავაზა, წმინდა სამებასთან ერთად ხატზე ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და ქართველი წმინდანები გამოესახათ. იმავე წლის სექტემბერში უკვე მზად იყო „იმედის“ ხატის სრულყოფილი ესკიზი, ოქტომბერში კი პირველი ძვირფასეულობა სიწმინდეს კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა. ბრილიანტებით და ზურმუხტის თვლებით მოოჭვილი გულსაკიდი და 7 კგ ოქრო. შემდგომში ამას მოჰყვა სხვადასხვა შემოწირულობა. ყველა შემომწირველის სახელი აღინუსხება საქართველოს საპატრიარქოს სამადლობელ წიგნში. ხატის მოჭედვას დასჭირდა 50 კგ ოქრო, გამშვენებულია პატიოსანი თვლებით.
„საქართველოს იმედის“ ხატი სიგრძე-სიგანით ორ-ორი მეტრია და ზუსტად ხახულის კარედის ფორმისაა. „ტიხრული მინანქრის ტიხრის სიმაღლე არის 1,2 მმ - ყველაზე მაღალი მსოფლიოში და ხშირია მასში ტიხარი, ანუ ბევრი შრომაა ჩადებული“, - ამბობს დავით კაკაბაძე (ფოკანის სახელოსნოების სამხატვრო ხელმძღვანელი-დირექტორი). ამ ხატს მსგავსება აქვს „საქართველოს დიდების“ ხატთან. კვართის ჩამობრძანების ისტორია აქაც კარგად იკითხება, თუმცა, პატრიარქის კურთხევით, მასზე წმინდა სიდონია გამოსახულია მუხლმოყრილი და არა მიცვალებული.
2009 წლიდან ბოლო პერიოდამდე ხატის შექმნის საორგანიზაციო საკითხებს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეს უდიდესი საქმე ასევე უდიდესი მოკრძალებითა და უხმაუროდ კეთდებოდა.
ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა: „მინდა გესაუბროთ ხატის შესახებ, რომელსაც „საქართველოს იმედი“ ვუწოდეთ. ასეთი ხატი მსოფლიოში არსად მინახავს. მას მიეცემა ღვთის მადლითა და წყალობით განსაკუთრებული ძალა კურნებისა, დახმარებისა, იმედისა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება. ხანდახან ამბობენ, ბევრი ოქრო დაიხარჯა ხატის შემკობაზეო და ა.შ. მთავარი ოქრო კი არ არის, არამედ ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისი გული და გონება ჩააქსოვა ამ ხატში. „საქართველოს იმედის“ ხატზე ფიქრი ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო. ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, ჩვენთან შექმნილიყო ეს ხატი. აქ არიან ქართველი და მსოფლიო წმინდანები, შევთხოვთ მათ, მოიღონ წყალობა ჩვენს ქვეყანაზე, მთელ მსოფლიოზე, დაგვეხმარონ ამ განსაკუთრებულ წლებში და დღეებში“.
„საქართველოს იმედის“ ხატზე ორას სამოცდაათამდე წმინდანია გამოსახული. ხატი დასრულებულ სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს, როცა უკნიდანაც მოიჭედება. მომავალში უკან ფრთებზე გამოისახება სერაფიმები, შუაში დაიწერება სავედრებელი ლოცვა „საქართველოს იმედის“ ხატისა, ხოლო ჩარჩოს გარშემო განლაგდება მსოფლიო წმინდანთა ასოთხმოცამდე მინიატურა.
კარედი ხატის პირს ამკობს შენაწირი თვალ-მარგალიტი, ძვირფასი ბეჭდები და სხვადასხვა სახის სამკაული, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეწირულობა. ხატის ცენტრალური ნაწილის ქვედა არეში განთავსებულია ორმოცდათორმეტი სანაწილე ბუდე.
ხატი მოჭედილია 900-იანი სინჯის ხალასი ოქროთი. ჭედურობაზე მუშაობდა დეკანოზი იაკობ აბაშიძე, რამდენიმე მჭედელთან ერთად. ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია).


მეტი სასოებით რომ ვილოცოთ ამ წმინდა ხატის წინაშე, გთავაზობთ მის აღწერილობას. ხატის ესკიზზე დატანებული ნომრების მიხედვით ადვილად გაარჩევთ, თუ სად რომელი წმინდანია გამოსახული. ფრჩხილებში მოთავსებული რომაული და არაბული ციფრები გვიჩვენებს, თუ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ხსენებული წმინდანი ანდა რომელ წელს აღესრულა.
ხატი „საქართველოს იმედი“ აგრძელებს ტრადიციას და იმეორებს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ კარედის ფორმას. იგი კაკლის ხისაა, პირი ოქროთია მოჭედილი და უხვადაა შემკული პატიოსანი თვლებით. მოჭედილობის ფონი დაფარულია დეკორით. ხატის საფუძველია მიხეილ საბინინის „საქართველოს დიდება“, თუმცაღა მის ზუსტ ასლს არ წარმოადგენს. კარედის მარჯვენა და მარცხენა ფრთების შუბლზე წარწერაა - „საქართველოს იმედი“.

ხატზე გამოსახულნი არიან:
1. ყოვლადწმინდა სამება
2. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, კალთაში უზის ყრმა იესო
3. სერაფიმი
4. ქერუბიმი
5. წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი
6. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი
7. წმინდა დიდმოწამე გიორგი (IV ს.)
8. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული
9. წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი
10. მოციქულთასწორი წმინდა ნინო
11. უფლის ანგელოზი აღამაღლებს სვეტს
12. წმინდა სიდონია (I ს.)
13. წმინდა მოციქულთასწორი დედოფალი ნანა (IV ს.)
14. წმინდა მოციქულთასწორი მეფე მირიანი (IV ს.)
15. ღირსი თადეოზ სტეფანწმინდელი (VI ს.)
16. ღირსი შიო მღვიმელი (VI ს.)
17. ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI ს.)
18. წმინდა ისე წილკნელი - ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI ს.)
19. მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI ს.)
20. ღირსი იოანე ზედაზნელი (VI ს.)
21. ღირსი დოდო გარეჯელი (VI ს.)
22. ღირსი მამა ამბა იოსებ ალავერდელი (+570)
23. მღვდელმოწამე ნეოფიტე, ურბნელი ეპისკოპოსი (VII ს.)
24. ღირსი მამა ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)
25. ღირსი მამა ჩვენი გიორგი მთაწმინდელი (+1065)
26. ღირსი მამა იოანე მთაწმინდელი (+1005)
27. ღირსი ექვთიმემთაწმინდელი, მთარგმნელი (+1028)
28. ღირსი მამა ილია დიაკონი (VI ს.)
29. წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (+1896)
30. ღირსი მამა ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე (VI ს.)
31. ღირსი მამა მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) (+1923)
32. წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944)
33. ღირსი მამა ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI ს.)
34. ღირსი მამა არსენ იყალთოელი (+1127)
35. წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289)
36. წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)
37. წმინდა დიდებული მოწამე მეფე არჩილი (+644)
38. წმინდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოისა, აღმაშენებელად წოდებული (+1125)
39. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (+1213)
40. წმინდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი), თბილისში წამებული (+786)
41. დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ (+914)
42. წმინდა დიდებული მოწამე მეფე ლუარსაბი (+1622)
43. წმინდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)
44. წმინდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475)
45. დიდმოწამე კონსტანტი კახი, ქართველთა მთავარი (+852)
46-47. წმინდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე, მხეიძენი (+740)
48. წმინდა მოწამე მირდატ მეფე (+410)
49. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)
50. წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (+589)
51, 53. წმინდა მოწამენი ძმანი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავნი (+1661)
52. წმინდა მოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილი (+1661)
54. წმინდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308)
55. წმინდა იოთამ ზედგენიძე, მეფისათვის თავდადებული (+1465)
56. წმინდა მეფე სოლომონ II, სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)
57. წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907)
58. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) (+1953)
59. ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (XI ს.)
60. ღირსი მამა ეფრემ მცირე ფილოსოფოსი (+1001)
61. წმინდა იოანე მანგლელი (+1751)
62. მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX სს.)
63. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი) (+1820)
64. ღირსი იოანე ხახულელი (X-XI სს.)
65. ღირსი მამაი გაბრიელ მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული (+802)
66. ღირსი მამა იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII ს.)
67. ღირსი მამა იოანე შავთელი, თამარ მეფის თანამედროვე (XIII ს.)
68. ღირსი მამა ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე (XIII ს.)
69. წმინდა ექვთიმე (ეფთვიმე) (შერვაშიძე) გაენათელი მიტროპოლიტი (+1822)
70. წმინდა ზოსიმე ეპისკოპოსი კუმურდოელი (XVI ს.)
71. წმინდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი (+1864)
72. წმინდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) - რწმენის, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებული (+1609)
73. ღირსი მამა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი, სვინგელოზი (X ს.)
74. წმინდა ანთიმოზ ივერიელი (+1716)
75. წმინდა მამა ქაიხოსრო ქართველი (+1612)
76. ღირსი მამა გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული - წმინდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი (X ს.)
77. ღირსი მამა გაბრიელ ათონელი (X ს.)
78. მღვდელმოწამე კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918)
79. წმიდა მამაი კათოლიკოსი (+744)
80. წმინდა ამბროსი აღმსარებელი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1927)
81. წმინდა მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1827)
82. წმინდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (+1049)
83. წმინდათა შორის მამაი ჩვენი არსენ დიდი, კათოლიკოსი (+887)
84. წმინდათა შორის მამაი ჩვენი სარმეან კათოლიკოსი (+779)
85. წმინდათა შორის მამაი ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (+1591)
86. წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი (+1642)
87. წმინდა მამა იოსებ კათოლიკოსი, სასწაულთმოქმედი (+1770)
88. წმინდა კათოლიკოსი მელქისედეკ I (XI ს.)
89. წმინდა პეტრე I - საქართველოს კათოლიკოსი (V ს.)
90. წმინდა სამოელ I -საქართველოსკათოლიკოსი (VI ს.)
91. წმინდანი ათნი ბევრნი (100000) მოწამენი,თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)
92. წმინდა პროხორე ქართველი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი (XI ს.)
93. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)
94. ღირსი ლუკიანე გარეჯელი (VI ს.)
95. ღირსი მამა სვიმეონი, გარეჯის წინამძღვარი, წინასწარმხედველი და საკვირველთმოქმედი (+1773)
96-97. ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX ს.), ულუმბოელნი
98. წმინდა სალომე უჯარმელი (IV ს.)
99. წმინდა პეროჟავრა სივნიელი (IV ს.)
100. წმინდა აბიათარ მღვდელი, ურიაყოფილი (IV ს.)
101. ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი (+1157)
102. ღირსი ზაქარია ანჩელი მღვდელმთავარი (IX ს.)
103-104. ღირსი ზაბულონი და სოსანა, წმინდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV ს.)
105. ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)
106. წმინდა მთავარანგელოზი ეგუდიელი
107. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი
108. წმინდა მთავარანგელოზი ურიელი
109. წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი
110. წმინდა მთავარანგელოზი ტახნიელი
111. წმინდა მთავარანგელოზი რაფაელი
112. წმინდა მთავარანგელოზი ვარაქიელი
113. წმინდა მთავარანგელოზი იერომიელი
114. წმინდა მთავარანგელოზი სელაფიელი
115. მოციქულთა თავი პეტრე
116. მოციქულთა თავი პავლე
117. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი
118. მოციქული მათე
119. მოციქული ლუკა
120. მოციქული მარკოზი
121 . მოციქული ანდრია
122. მოციქული ფილიპე
123. მოციქული იაკობ ზებედესი
124. მოციქული იაკობ ალფესი
125. მოციქული თომა
126. მოციქული ბართლომე
127. მოციქული თადეოზი
128. მოციქული მატათა
129. მოციქული სვიმეონი
130. მოციქული კარპე
131. მოციქული კოდრატე
132. მოციქული ონისიმე
133. მოციქული ტიმოთე
134. მოციქული ანდრონიკე
135. მოციქული ანანია
136. წინასწარმეტყველი ნაუმი
137. წინასწარმეტყველი დავითი
138. წინასწარმეტყველი ილია
139. წინასწარმეტყველი მოსე
140. წინასწარმეტყველი დანიელი
141. წინასწარმეტყველი იეზეკიელი
142. წინასწარმეტყველი სოლომონი
143. წინასწარმეტყველი სოფონია
144. წინასწარმეტყველი ელისე
145. წინასწარმეტყველი მალაქია
146. წინასწარმეტყველი იერემია
147. წინასწარმეტყველი ზაქარია
146. წინასწარმეტყველი ამბაკუმი
149. წინასწარმეტყველი სამოელი
150. წმინდა ქრისტეფორე გურული (XVI ს.)
151. ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული (+1771)
152. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)
153. წმინდა დინარ დედოფალი (X ს.)
154. წმინდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული (+1942)
155. ღირსი მამა ანტონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815)
156. წმინდა გიორგი ქოზიბელი (VII ს.)
157. ღირსი მამა გაბრიელ გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696- 1700)
158. წმინდანი დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამსა თემურ-ლენგისასა (+1386)
159. ღირსი ზენონ იყალთოელი (VI ს.)
160. ღირსი გიორგი ზარზმელი (IX ს.)
161 . ღირსი ისიდორე სამთავნელი (VI ს.)
162. ღირსი მამა პავლე გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696-1700)
163. წინასწარმეტყველი იონა
164. წმინდა მღვდელმოწამე სიმონი (მჭედლიძე) (+1924)
165. ცხრა ძმა კოლაელნი: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI ს.)
166. წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის მოძღვარი (+1118)
167. ღირსი მამა შიო ახალი გარეჯელი, ლეკთაგან მოკლული (1696-1700)
168. წმინდა მღვდელმოწამე იეროთეოზი (ნიკოლაძე) (+1924)
169. წინასწარმეტყველი ესაია
170. წმინდა ილარიონ დიდი
171. ღირსი მამა ბასილი, რომელი იყო ძე ბაგრატ III-ისა
172. ღირსი საბა ხახულელი (XI ს.)
173. ღირსი მამა ჩვენი გიორგი მთაწმინდელი (+1065)
174. დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსლიმანთაგან წამებულნი (XVII-XVIII სს.)
175. ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი (+1308)
176. ღირსი ანტონი მესხი (XIII ს.)
177. ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა 9000 ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)
178. ღირსი დავით მწირი გარეჯელი (1696-1700)
179. წმინდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული (XIII ს.)
180. ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI ს.)
181. მღვდელმოწამე იაკობ ხუცესი, სპარსეთში წამებული (დაახ. 345)
182. გარეჯელნი მოწამენი, ექვსი ათასნი (+1616)
183. წმინდა ტბელი აბუსერიძე (XIII ს.)
184. წმინდა მღვდელმოწამე გერმანე ჯაჯანიძე (+1924)
185. წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი (+1907)
186. წმინდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი (XIII ს.)
187. წმინდათა შორის მამა ლუკა იერუსალიმელი (მუხაიძე), მოწამებრივად აღსრულებული (+1277)
188. წმინდა მოწამე ნიკოლოზ დვალი, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაპმადიანთაგან წამებული
189. ღირსი პავლე ზარზმელი (IX ს.)
190. ღირსი მიქაელ ზარზმელი (IX ს.)
191. ღირსი გაბრიელ გარეჯელი (1696-1700)
192. წმინდა მღვდელმოწამე ნაზარი (ლეჟავა), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი (+1924)
193. წმინდა აღმსარებელი იოანე (მაისურაძე) (+1957)
194. წმინდა და მართალი ესაია ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)
195. ღირსი თადეოზ სტეფანწმინდელი (VI ს.)
196. ღირსი მამა გიორგი მწერალი ხახულელი (XI ს.)
197. ღირსი მამა ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII ს.)
198. ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (+1029)
199. წმინდა და მართალი იოანე ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)
200. წმინდა ახალმოწამე მთავარდიაკონი ბესარიონი (კუხიანიძე) (+1924)
201. მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (+1759)
202. დიდმოწამე კონსტანტი, ქართველთა მთავარი (+852)
203. ღირსი მამა საბა, ხახულელი (XI ს.)
204. წმინდათა შორის მამაი ჩვენი გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.)
205. ღირსი მამა სერაპიონ ზარზმელი (+900)
206. წმინდა ნიკოლოზ კათოლიკოსი (-1591)
207. ღირსი მამა ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
208. ღირსი ბასილი ზარზმელი (IX ს.)
209. წმინდა აღმსარებელი გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)
210. წმინდა აღმსარებელი ცოტნე დადიანი (XIII ს.)
211. ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი (+1028)
212. წმინდა მოწამე ისააკ ქართველი კარნუ-ქალაქში წამებული (+808)
213. ღირსი სტეფანე ხირსელი (VI ს.)
214. წმინდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)
215. წმინდა დიმიტრი ყიფიანი, სამშობლოსათვის წამებული (+1887)
216. წმინდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX ს.)
217. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)
218. წმინდა მოწამე იოსებ ქართველი, კარნუ-ქალაქში წამებული (+808)
219. წმინდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II ს.)
220. წმინდა დამართალი სტეფანე ქართველი (ქრისტეს საფლავის მცველი)
221. ღირსი მამა ბასილი (რატიშვილი)
222. ღირსი მამა იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)
223. ღირსი მიქელ პარეხელი (VIII-IX სს.)
224. წმინდა ილარიონ თუალელი (XI ს.)
225. ღირსი მამა სერაპიონ საკვირველთმოქმედი, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1747)
226. ღირსი პიროს ბრეთელი (VI ს.)
227. წმინდა მეფე სოლომონ II, სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)
228. დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ (+914)
229-230. წმინდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი (+693)
231. ღირსი დედა ფებრონია (IX ს.)
წიგნიდან: „საქართველოს იმედი“
გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი, 2012

ანჩისხატი

ანჩისხატი

16 (29) აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინოპოლში - ანჩისხატობას.
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.
იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შესძლო, მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა. გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად მაშინვე ავგაროზისაკენ გამოემართა. ქალაქ იეროპოლისს რომ მიუახლოვდნენ, მგზავრებს დაუღამდათ და ღამე ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნის ოჯახში გაათიეს, ხოლო ხატი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს. შუაღამისას ზეციდან ჩამოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის გამგებლის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის ხატი ზემო კეცზეც გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტომყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და რათა ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო, ხოლო როცა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან ჩამოასვენა.
რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი მხატვარმა და მოციქულმა თადეოზმა ედესაში ჩაასვენეს. ქალაქის მახლობლად მან უკვე სასწაული მოახდინა, განკურნა კუტი ჭაბუკი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. მეფემ რომ ეს ამბავი შეიტყო, სასწაულმოქმედ ხატს თავისი კარისკაცები შეაგება, რომელთაც იგი დიდი პატივით შეასვენეს მასთან. ავგაროზი, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო საწოლზე მიჯაჭვული, ემთხვია თუ არა ხატს, მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით გაკვირვებულები მეფეცა და მისი ქალაქის მცხოვრებნიც უფალს ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ. ავგაროზი და მისი ცოლ-შვილი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს, მოციქულმა თადეოზმა წმიდა სამების სახელით მონათლა. მეფემ ტილო, რომელზეც მაცხოვრის სახე იყო აღბეჭდილი, ფიცარზე დააკვრევინა და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენებინა, რათა ყველას, ვინც ქალაქში შევიდოდა ან გამოვიდოდა, მისთვის თაყვანი ეცა. ეს ხატი იქ ორასი წლის მანძილზე ესვენა, მაგრამ დადგა დრო, როცა ქრისტიანების ჟლეტა ედესაშიც დაიწყო. ამიტომ ედესის ეპისკოპოსის რჩევით ხატი ქალაქის კედელში დაკრძალეს და წინ დიდი კელაპტარი დაუნთეს. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად. გავიდა კიდევ ხანი და აი, 539 წელს ედესაზე ხორსო მეფის მეთაურობით სპარსელებმა გაილაშქრეს. ქალაქის ეპისკოპოსს ის ადგილი, სადაც ხატი იყო დაკრძალული, სიზმარში ეჩვენა, კედელი გამოანგრიეს და ხატი გადმოასვენეს. სწორედ ამ დროს სპარსელების ბანაკში დიდი არეულობა მოხდა და ხოსრო მეფე იძულებული გახდა უკან გატრიალებულიყო.
ამის შემდეგ ერთი საუკუნეც არ იყო გასული, რომ ამ მხარეს უკვე არაბები შემოესივნენ. მათი ხელყოფილსაგან რომ დაეცვათ, ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში დიდი ლიტანიობით გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.
VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტია ხატმებრძოლეობის მწვალებლობამ მოიცვა და ხატებს განადგურების საფრთხე ემუქრებოდა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენეს, რომელიც მდინარე ჭოროხის ხეობაში იდგა. ანჩაში მეფიდან დაწყებული უკანასკნელი მდაბიორით დამთავრებული მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანსაცემად  და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს, როცა თამარ მეფემ თურქები დაამარცხა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი შესწირა ეკლესიებს ხატების შესამკობად. მაშინ ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა მეფეს ხელთუქმნელი ხატის შემკობაც სთხოვა. თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა დიდი ხელოვნებით, რასაც  ხატის არშიაზე მიწერილი წარწერაც გვამცნობს: „ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთიურ გვიგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვჰყავ საშინელსა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“.
კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ (1453 წ.) ოსმალებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდა წინ, ქვეყნის სიღრმეში... ზედიზედ ნადგურდებოდა წინაპართა ჯაფით აშენებული ტაძრები და იქ დაცული სიმდიდრენი. მდგომარეობას ართულებდა ღალატიც ქართველთა მხრიდან, რომლენიც მდგომარეობის შესანარჩუნებლად მაჰმადიანდებოდნენ. თავზევით ძალა აღარ იყო და სამღვდელოება იძულებული გახდა ხატები და ჯვრები, საეკლესიო სამკაულები და წიგნები გამოერიდებინა, რათა ბარბაროსი დამპყრობლების გასაქელად არ ქცეულიყო. მემატიანე ასე გვიხატავს სამხრეთ საქართველოსათვის თავსდატეხილი უბერუდების მრავლისმეტყველ სურათს... „ეპისკოპოსნი და მონასტერნი შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ, ვინაიდგან მოუხვნეს ოსმალთა სრულად მამული - შეწირულობანი და არღარავინ იყო მეტრფე მონაზონებისა და წარაქვნდათ მუნიდამ სიწმინდენი ხატთა, ჯვართა და ნაწილთა სამცხეს, ქართლს, იმერეთს, რამეთუ რისხვითა ღვთისათა გამაჰმადიანდებოდნენ, ყოველნი წარჩინებულნი ამა ქვეყნისანი და იწყეს მიერით თათრობა, რამეთუ ჟამთა ამათ მოაკლდებოდა ქრისტიანობასა. იქმნებოდა ოხრება ეკლესია-მონასტერთა და შენება ჯამეთა, ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯვართა და ნაწილთა წმინდათა და წარაქვნდათ იმერეთს, ქართლს და ივლტდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდნენ მაჰმადიანობასა, რამეთუ აღმოიფხვრებოდნენ წესნი და რიგნი ქრისტიანობისანი ყოველივე და შეემატებოდნენ მაჰმადსა... რამეთუ იქმნა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ მოოხრდნენ ეკლესიანი დიდშვენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყვთა სადგურ და რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა, ივლტოდნენ ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს და წარაქვნდათ ხატნი და ჯვარნი და წმინდანთა ნაწილნი...“
ამ დროს გადმოასვენეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც ანჩიდან ახალციხეში, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში, იოთამ ამილახვრის ოჯახში მოხვდა. იოთამის ვაჟს, ღვთისმოყვარე გივი ამილახვარს, ხატის განახლებისათვის დიდად უზრუნია, რაზეც მეტყველებს წარწერა, რომელიც 1686 წლით თარიღდება: „ჰოი სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელლო და ძეო, მამაისათანა სწორო და სულო წმიდაო, ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან თვით ამილახორმან გივმან და თანამეცხედრემ ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადმყოფასა და განსაცდელსა განვერენით და ვითარცა კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძითა და ასულით ჩვენით“. 20 წლის შემდეგ ხატი ხელახლა შეუმკიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დომენტის ბრძანებით, რომელიც ვახტანგ მეექვსის ძმა იყო. წარწერაში ვკითხულობთ: „ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოს კათალოკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლეთ და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი“. კათოლიკოს-პატრიარქის დომენტისავე ბრძანებით მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ამილახვართა ოჯახიდან თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად, რომელსაც იმის გამო, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ანჩის ტაძარში ესვენა, ანჩისხატი ეწოდა, ქართველებს მრავალი საგალობელი შეუქმნიათ. ეს საგალობლები გვიდასტურებენ ჩვენი წინაპრების განსაკუთრებულ მოკრძალებას წინაშე ამ სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც მოსავთა მისთა ანიჭებდა ცოდვათა შენდობას და დიდსა წყალობას. თუ რწმენით და სასოებით შევევედრებით, იგი კვლავაც ღირს გვყოფს, რათა ხილულსა თუ უხილავ მტრებთან ბრძოლაში მფარველად გვექმნეს ქართველებს:
მოვედით დღეს შვილნო აღმოსავალისა ეკლესიისანო, და მწყობრნო ქართველთანო და ვიხარებდეთ და ერთბამად მეფისა თანა მაღლისა! მთავარნო მღვდელთ-მთავართა თანა შემოვჰკრიბეთ და აზნაურნი მღვდელთა თანა ვმწყობრობდეთ და ვაქებდეთ ძესა ღვთისასა, რომელმან მოგვცა ხატი თვისი ხელით უქმნელი, მფარველად სულთა და ხორცთა ჩვენთა.
გაზეთი „მადლი“, № 16 (58), 1992 წ.
- See more at: http://www.orthodoxy.ge/khatebi/anchiskhati.htm#sthash.Qv89U8TH.dpuf

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი"

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი"


ხატი იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში და ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა. წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე VI ს-ში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII ს-ში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბელმა, მას გადაეცა წმინდა საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმიდა საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმიდა საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.
ქ. მინსკიდან 20 ვერსის დაშორებით, კრესტოგორის საზღვართან იმყოფება ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელის“ ასლი. ხატი აღსავლის კარის თავზეა მოთავსებული და სპეციალური მექანიზმის საშუალებით თაყვანისსაცემად ძირს უშვებენ. 1650 წელს ხატი მაღალ ხეზე გამოჩნდა, მისი გამოცხადების ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია დაარსდა. შვედების თავდასხმის დროს მოსახლეობამ შემწეობისათვის ღვთისმშობელს მიმართა, ხალხს დღემდე სწამს, რომ სწორედ ზეციურმა დედოფალმა იხსნა უბედურებისაგან. ხალხის მადლიერ მეხსიერებას ამ ხატის მიერ აღსრულებული განკურნების მრავალრიცხოვანი მაგალითი შემორჩა.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს "ძუძუსმაწოვებელი"
ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები

ტროპარი: ნებითა მამისაითა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩუენნი.

ლოცვა

შეიწირე, დედოფალო ღვთისმშობელო, სულთქმით ვედრებაი ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, ვითარ ხელთა გიპყრიეს და რძესა აწოებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რაითა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩუენნი, - ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩუენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იხსენ, მიეც მათ სიმრთელეი, რაითა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ხორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცოს უფალმან დიდებაი თვისი. ჰოი, დედაო ძისა ღვთისაო მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩუენ ზედა მოწევნული მწუხარებაი და ჭმუნვაი აღხოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა. ისმინე ხმაი მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაი ესე გულთაგან ჩუენთა. აღამაღლე ლოცვაი ჩუენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რაითა მოწყალე იქმნეს ცოდუათა და უძლურებათა ჩუენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მიმართ შენისა, რაითა ჩუენცა და შვილნი ჩუენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩუენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.
  
- See more at: http://www.orthodoxy.ge/khatebi/dzudzusmatsovebeli.htm#sthash.VefqXan5.dpuf

შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი


შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი

ხსენების დღე - 13(26) აგვისტო (ძვ.სტ.)

ეს ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. იგი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რომლიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედას აუწყა: „...თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“. წმინდა წერილში რიცხვი 7 აღნიშნავს რაიმეს „სისრულეს“, მოცემულ შემთხვევაში კი სისრულეს იმ მწუხარებისა, „სევდისა და გულის ტკივილისა“, რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს გადაიტანა.
ხატზე გამოსახულია შვიდი ისრით განგმირული ღვთისმშობელი. ამ ხატის პირველ სასწაულზე შემდეგი თქმულებაა შემორჩენილი: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სტანჯავდა სისუსტე და მტკივანი ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს მოინახულებდა, სამრეკლოზე მიაგნებდა ღვთისმშობლის ხატს და მის წინაშე ილოცებდა, განიკურნებოდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, თავის სიზმარს მოჰყვა და ითხოვა, სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ დაუჯერეს და თხოვნაზე უარი უთხრეს. მესამედ, როგორც იქნა, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. მან მაშინვე მიაგნო წმინდა ხატს, რომელიც სიზმრად იხილა. იგი კიბეზე ფიცრის ნაცვლად ჩაესვათ და სულმთლად ჭუჭყითა და ჩიტების ნაფიფქით იყო დაფარული. ხატი გაასუფთავეს. დასნეულებულმა გლეხმა ხატის წინ პარაკლისის გადახდა ითხოვა და მიიღო კიდეც კურნება. 1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გამოჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ შველა ისევ ხატს სთხოვა. დედაღვთისას სახე დიდი პატივით ქალაქის გარშემო შემოატარეს. მალე ქოლერამ უკან დაიხია. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც სნეულთა სასწაულებრივმა განმკურნებელმა. „ბოროტ გულთა მომალბობელსაც“ უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.
2002 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ოჯახში დაბრძანებულ ამ ხატის ასლს მირონი დაედინა, რომლის წყალობითაც მრავალი გამოჯანმრთელდა. იმავე წელს ხატი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და სხვადასხვა მონასტერშიც იყო დასვენებული.
- See more at: http://www.orthodoxy.ge/khatebi/shvidisriani.htm#sthash.eqZRIjTn.dpuf

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლები და მისი სახელობის ტაძრები საქართველოში


ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლები
და მისი სახელობის ტაძრები საქართველოში

„ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღმრთისათაგანი... - წერდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი, - ორი ათას წელიწადზე მეტი იქნება, რაც დაიწყო ერთ-მეფობა იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ქართველნი ცხოვრობენ. უწინ იგინი იყვნენ წარმართნი, კერპთ-მსახურნი, მსგავსად გარემოსთ მყოფთა მათთა სახელმწიფოთა. მეოთხე საუკუნეში, ესე იგი ათას ხუთასი წლის წინ, ქართველთა მიიღეს ქრისტე იესოს მართლმადიდებელი სჯული. მასუკან მათ გადაემტერნენ, იწყეს მათი დევნა ყოველთა გარემოს ერთა და მეფეთა. ჯერ კერპთ-მსახურთა და მერე მაჰმადიანთა. ყოველი მხრიდან გლეჯდნენ მას, ვითარცა მგელი ცხვართა. განცვიფრდება კაცის გონება, როდესაც წარმოიდგენს, რამდენი შური, მტრობა და რამდენი განსაცდელი ეწვია ჩვენსა ქვეყანასა განგრძობასა შინა ამოდენათა საუკუნეთასა! უმეტესად განცვიფრდება და იკითხავს თავის გულში კაცი: რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენსა ჭირსა, მაშინ როდესაც გარემოს მისსა დაეცნენ და განქარდნენ უმძლავრესნი მეფობანი და ერნი... რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო, არ განქარდა და ჩვენი სახსენებელი დარჩა ქვეყანასა ზედა? მიზეზი ამისი არის რომ ჩვენი ერი იყო ყოველთვის ერთგული საღმრთოჲსა სჯულისა და ღმერთიც იფარვიდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსა წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა. ეს მცირე ერთი მუჭა ერი გადარჩა, აღორძინდა, განათლდა; ხოლო ურიცხვნი მათნი მტერნი განქარდნენ“. ჭეშმარიტად, რომ არა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხება და ჩვენი წინაპრების ერთგულება მართლმადიდებელი ეკელსიისადმი, საქართველო აღარ იარსებებდა მსოფლიოს რუკაზე. დღეს საქართველოში ძნელად თუ ნახავთ კეთილმორწმუნე ქრისტიანულ ოჯახს, სადაც არ ინახავდნენ და თაყვანს არ სცემდნენ ივერიის ღმრთისმშობლის ხატს. ამის მსგავსად, ივერიის მიწაზე ალბათ არ მოიპოვება კუთხე, სადაც არ მიბრძანებულიყოს ივერიის ხატის ასლი, მეტწილად ათონის წმიდა მთაზე დაწერილი ვითარცა ლოცვა-კურთხევა საქართველოსთვის. ყოვლადუბიწო ქალწული თავისი ივერიის ხატის ასლთა ძალით სულიერად აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და მათში დამკვიდრებულ მართლმადიდებელთ, განურჩევლად ეროვნებისა, და თავისი დედობრივი საფარველის ქვეშ შემოჰკრებს მათ, ვითარცა ეკლესიის ერთ სამწყსოს.

მოზდოკის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი


ღმრთის იდუმალი განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პირველი ასლი გახდა სრულიად კავკასიის მფარველი. XIII საუკუნეში კეთილმორწმუნე მეფე თამარმა მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახლადმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებლად გადარჩა ხანძარში და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელ ოსთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. როდესაც 1768 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის განკარგულებით ოსებს მშობლიური სოფლის დატოვება და უცხო მხარეში გადასახლება მოუწიათ, მათ თან წაიღეს საკვირველთმოქმედი ხატიც. მდინარე თერგის ნაპირას ქალაქ მოზდოკთან მოხდა სასწაული: ღამის გასათევად მოწყობილი ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და მთელს ბანაკსა და ახლომდებარე ადგილებს ზეციური ნათელი მოჰფინა. ერთ-ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა - ღმრთისმშობელს სურდა ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა: მეორე დღეს დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხარები, რომელთაც უნდა ეტარებინათ ოთხთვალაზე მოთავსებული წმიდა ხატი, ადგილიდან არ დაიძრნენ. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა სამლოცველო ააშენა ამ ხატისთვის. 1796-1797 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელთანაც მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ  მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკის მცხოვრებლებმა დიდებული ტაძარი აღაშენეს ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პატივსაცემად.
გადმოცემით, როდესაც 1817-1864 წლების კავკასიის ომის დროს შამილი თავისი ჯარებით მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთრით მოსილი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.
საკვირველთმოქმედი ხატის დიდება მთელს კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღმრთისმშობელს აღთქმა აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მასთან. ყოველ წელს ხატი გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში, სადაც ერთი თვით რჩებოდა. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასის სხვადასხვა სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი. მოზდოკის ივერიის ხატის დღესასწაული აღინიშნება ღმრთისმშობლის მიძინებისა და სულთმოფენობის განზოგების დღეს. მხოლოდ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვას და მის მეოხებას შეუძლია მოუტანოს მშვიდობა კავკასიის ხალხებს და განკურნოს აქ აბობოქრებული ომების მიერ მიყენებული ჭრილობები.

ივერიის მთა კომანში, სადაც მოხდა
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გამოცხადება

ხანგრძლივი დროის მანძილზე ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ფხიზელ მცველად ედგა თავისი წილხვედრი ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს - აფხაზეთს. ივერიის ხატის გამოცხადებამდე აფხაზეთის მადლმოსილმა მიწამ მიიღო და თავის გულში ჩაიკრა უფლის წმიდა მოციქული, სვიმონ კანანელი, ქრისტეს სიყვარულისთვის წარმართთაგან ჯვარცმული, და მსოფლიოს დიდი მნათობი და მღვდელმთავარი, წმიდა იოანე ოქროპირი, რომელიც ბიჭვინთისაკენ მიმავალ გზაზე გამოეთხოვა წუთისოფელს და სამოციქულო ეკლესიას უსახსოვრა ღვთისმოსაობის შეუდარებელი მაგალითი: მას შემდეგ, რაც ყოველგვარი უბედურება გადაიტანა - სნეულებანი, მწუხარება, დევნა, მარტოობა, სიძულვილი, წმიდა იოანე ოქროპირმა წარმოთქვა: „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის“, ანდა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთარგმნიათ - „დიდება შენდა, უფალო, ყოველთა ზედა ყოვლისათვის“. წმიდა იოანე კომანში დაკრძალეს, წმიდა მღვდელმოწამე ვასილისკოს წამების ადგილის მახლობლად, ხოლო მოგვიანებით მისი პატიოსანი სხეული კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ასეთ წმიდა ადგილებს ზემოდან დაჰყურებს ივერიის ანუ ანაკოფიის მთა, რომელმაც თავისი სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ აქ გადმოცემის თანახმად გამოცხადდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი. ადგილობრივი მკვიდრნი უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ ამ მთას, რომლის მწვერვალზეც მეოცე საუკუნის დასაწყისში აიგო მცირე სამლოცველო საკვირველთმოქმედი ხატის პატივად. სამლოცველოს გვერდით არის წმიდა ჭა: უკვე რამდენი წელია იღებენ მისგან მლოცველნი წყალს მრავალ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებელად. თანამედროვე მეცნიერები სხვადასხვა ჰიპოთეზების საშუალებით ამაოდ ცდილობდნენ აეხსნათ, თუ როგორ შეიძლებოდა ეარსება სულ რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭას მწვერვალზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შავი ზღვის მთელს სანაპიროზე. მართლმადიდებელ ქრისტინთათვის ეს სასწაულია, ღმრთის დედის სიყვარულით ნაწყალობევი.

ჯიხეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმისა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი და უსახსოვრა დედათა სავანეს. ეს იყო ჟამი, როდესაც გურიაში მძიმე დღე უდგა ეკლესია-მონასტრებს - ხატებს ანადგურებდნენ, მონასტრებს არბევდნენ, სამღვდელო პირებს შეურაცხყოფდნენ. ასეთ დროს მიღებული დიდი სიწმინდე სულიერად აღადგენდა ერსა და ბერს და განამხნევებდა უფლისადმი ერთგულებაში. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: „განგებითა ღმრთისათა, და წამისყოფითა დედისა ღმრთისათა, მე მონა მისი მღვდელმონაზონი იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღმრთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1 აგვისტოსა“.

თეკლათის მთავარანგელოზთა სავანის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პატივისცემით საქართველოში მისი სახელობის ტაძრებიც შენდებოდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათგან უძველესია ფოთში აგებული ტაძარი, რომლის ივერიის ხატის დღესასწაულს ჩვენი ეკლესია საგანგებოდ აღნიშნავს 13/26 ოქტომბერს. საქართველოს ამ კუთხეში - სამეგრელოში, განისვენებს კიდევ ერთი წმიდა ხატი ივერიისა. იგი ამშვენებს თეკლათის მთავარანგელოზთა სავანეს, წმიდა ალექსი ბერის მოღვაწეობისა და დაკრძალვიდ ადგილს. ამ ხატის წინ ხომ არ ავედრებდა მამა ალექსი უფლის დედას უღმერთობის წყვდიადში ჩაძირულ სამშობლოს და სთხოვდა, დაეყენებინა იგი სინანულისა და ჭეშმარიტი რწმენის გზაზე?!

ივერიის ღმრთისმშობლის ხატები აჭარაში

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და მისი წმიდა ხატის მადლი და ძალა პირველად ივერიის უძველეს ქრისტიანულ კუთხეს აჭარას მოეფინა. აქედან შემობრძანდა საქართველოში უფლის პირველწოდებული მოციქული ანდრია და მოგვისვენა ღმრთის დედის ხელთუქმნელი ხატი. იმდროინდელი აჭარის გულში, სოფელ დიდ-აჭარაში შეჩერდა ქრისტეს მოწაფე, და „ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობლისა, აღმოცენდა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი“, გვაუწყებს მემატიანე. ღმრთის შეწევნით მოციქულმა „ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად“, რის შემდეგ განაწესა ღმრთისმსახურების რიგიც - „დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი და დაუდვა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“. ამ ადგილას წმიდა ანდრიამ ეკლესია აღაშენა ღმრთისმშობლის სახელზე, მერე ადგილობრივი მოსახლეობის მხურვალე თხოვნით ფიცარზე გამოსახა სახე ხატისა და მათთან დატოვა. ასე რომ, ზეციური დედოფლის საფარველი პირველი საუკუნიდანვე ჰფარავს აჭარასა და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, 1911 წელს ათონის მთაზე შექმნილი მისი ერთ-ერთი ასლი დღეს ბათუმის ღმრთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს ამკობს. წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში კი ასვენია ივერიის ხატის ახლადშექმნილი ასლი წარწერით: „ეს ხატი დაიწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოება „მემორიალის“ ქველმოქმედებით, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სულთა საცხოვნებლად. ქ. ბათუმი. 1998 წ.“. ხატის გვერდით წერია: „ეს ხატი ივერიის ღმრთისმშობლის კარიბჭისა დაიწერა მომავალი ივერიის ღმრთისმშობლის ტაძრისათვის, რომელიც ღმრთის ნებით აშენდება აჭარაში“. ღმერთმა ინებოს!

ბოდბის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის საკვირველთმოქმედი ასლი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს საფლავისა. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ, სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.
მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს; მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტრად მსახურობდა. რამოდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმიდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდად იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღმრთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას გავაცალოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.
ღმრთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით გულისტკივილით ყვებიან კიდევ ერთ ამბავს:
იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა. იგი „ჩეკისტი“ იყო და რელიგიურ სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა. სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღმრთისმშობლის ხატზე - სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდვე დაისაჯა; ჯანმრთელი და საღსალამათი ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატმა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერშიც ინება მისულიყო და მოწყალებათა დაუწყვეტელი წყარო აღმოედინა იქ მოღვაწე დედებისთვის. ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: „განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1912 წ.“

მარტყოფის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის დედათა სავანე

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ახლად დაარსებული დედათა სავანე, რომელიც რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა მარტყოფში უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

 

თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი

დასასრულ, მოვიხსენიოთ საქართველოს დედაქალაქი - თბილისი. იგი, ისევე როგორც მართლმადიდებლობის ბურჯნი - კონსტანტინოპოლი და კიევი, დაარსებიდანვე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მიეძღვნა. ამის დასტურია ისიც, რომ თბილისის სამი უძველესი ტაძარი - მეტეხი, ანჩისხატი და სიონი ღმრთისმშობლის სახელს ატარებს. ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია თბილისში გასული საუკუნის მიწურულს აიგო. ამ ტაძარმა სულ ოციოდე წელიწადი იარსება; ღმრთისმბრძოლმა ხელისუფლებამ იგი ჯერ დახურა, მერე სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდა, და ბოლოს მასში აბანო გახსნა. ტაძრის აღდგენა დაიწყო 1989 წელს და დღემდე გრძელდება, წირვა-ლოცვა კი მასში დიდი ხანია განახლდა და იგი დედაქალაქის მკვიდრთა ერთ-ერთი უსაყვარლეს ტაძრად იქცა.

სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ზუსტად იმ წელიწადს, როდესაც კეთილმორწმუნე ადამიანებმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეკლესიის აღდგენას მიჰყვეს ხელი, ზეციურმა დედოფალმა თავისი ივერიის ხატის ასლის მოსვლით აკურთხა საქართველოს დედაქალაქი. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის. ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.
არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო...
200 წლის შობის მარხვის მიწურულს კი თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა სარწმუნოებაში თავისი მორწმუნენი. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღმრთიმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღმრთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ჭეშმარიტია ქართველი მღვდელმთავრის სიტყვები, რომ „მართლმადიდებელ სარწმუნოებას უმოქმედებია და უნუგეშებია ქართველი ერი, როგორც განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, ისე შვებისა და შეღავათის დროს. ყოველი ნაბიჯი ჩვენი ხალხისა ძველად აღიბეჭდებოდა ღრმა, გულითადი და შეურყეველი სიყვარულით სამშობლო ეკლესიისა და სარწმუნოებისადმი. ყველაფერზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისათვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა-შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისათვის. წმიდა სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადაულახავთ ქართველებს მრავალი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდრონსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძველესი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთი სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისთვის აუცილებიათ განსაცდელი... ჭეშმარიტად ძველ ქართველს საბუთი ჰქონდა ეთქვა და ამბობდა კიდევაც: „ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი“ (I იოანე 5, 4)“ (ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე).
ვმადლობდეთ უფალსა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების შემეცნების ღირსი გაგვხადა და თავისი საფარველი მოგვმადლა. და „ვევედროთ მაცხოვარსა ჩვენსა, არ მოაკლოს ერსა ჩვენსა და ქვეყანასა მისი მფარველობა და ყოვლად წმიდა დედა მისი მარადის უყურებდეს ამ ქვეყანასა ვითარცა წილ ხდომილსა თვისის საკუთარი მფარველობისასა. ამინ!“
„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე მონასტერი მახათას მთაზე

2001 წლის 10 სექტემბერს, ამერიკაში ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში, თბილისში ქართველ მართლმადიდებელ მანდილოსანს ჰქონდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის გამოცხადება. გამოცხადებაში ღმრთისმშობელმა ბრძანა, რომ ამერიკაში მოხდებოდა დიდი კატასტროფა და რომ ეს მოვლენა იქნებოდა დასაწყისი საკაცობრიო მნიშვნელობის განსაცდელებისა. ღვთისმშობელმა აგრეთვე ბრძანა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, თუ თვით ქართველი ერი არ გამოიჩენს ერთგულებასა და სასოებას თავისი მფარველისადმი. მან მოუწოდა ქართველ ერს ეკლესიური ცხოვრებისაკენ, ლოცვისაკენ - განსაკუთრებით თვით ღმრთისმშობლის მიმართ - და თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმიდა ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობისაკენ.
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით 2002 წლის აღდგომია დღესასწაულზე, მახათას მთაზე ამოქმედდა მამათა მონასტერი და შეიქმნა ივერიის ღვთისმშობლის ხატსი ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი.
2002 წლის აღდგომა მახათას მთაზე.
ამ დღიდან ამოქმედდა ივერიის მამათა მონასტერი
 
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის ნიში
მახათას მთაზე
 
მონასტრის ძმობა
 
ივერიის მამათა მონასტრის ბერთა
დროებითი საცხოვრებელი მახათას მთაზე
- See more at: http://www.orthodoxy.ge/khatebi/sakartveloshi.htm#sthash.dVztyTyv.dpuf

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

მადლიერებით ვადიდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ გამოუთქმელი წყალობის გამო, რომელიც მან მოგვმადლა თავისი ყოვლადწმიდა ხატის მეშვეობით: „გიხაროდენ, რომელმან მოგვანიჭე ჩვენ წმიდა ხატი შენი... გიხაროდენ, რომელმან მფარველობა მისი აღვითქუ... გიხაროდენ, რომელმან ნიჭი საკვირველებათანი მიანიჭე მას...“ მრავალი საოცრება და ქველისმოქმედება აქვს ჩადენილი ივერთა სავანეში ღმრთისმშობელს თავისი ხატის პატივისცემით. იმდენად ბევრი, რომ შეუძლებელია, აქ ჩამოვთვალოთ ყველა მათგანი. დაწვრილებით გადმოცემებს მათ შესახებ ინახავს მონასტრის მატიანე.

* * *

რთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე.

* * *

ივერთა მონასტერი
ფრესკა წმიდა ბარბაროსის გამოსახულებით

 
არსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ - „ბარბაროსი“. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული - შავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი.

* * *

1308 წელს ივერთა მონასტერი სასტიკად დაარბიეს სპარსელებმა, რომლებიც მიუახლოვდნენ ათონის მთას 15 ხომალდით და ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. უსჯულოთა სიმრავლით შეშინებულმა ბერებმა გამოიტანეს ტაძრებიდან წმინდა ჭურჭელი, მათთან ერთად კარიბჭის ხატიც და ციხე-კოშკს შეაფარეს თავი. მონასტერში შემოჭრილმა სპარსელებმა იწყეს სავანის უმოწყალო ძარცვა და მთავარი ტაძრის გუმბათის ჩამონგრევაც მოიწადინეს. ამ მიზნით გუმბათის შემკავებელ მარმარილოს სვეტებს მათ თოკები გამოაბეს და გამხეცებულნი ეწეოდნენ, მაგრამ ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ამის მხილველმა ბერებმა გულის სიღრმიდან ცრემლით ღაღადჰყვეს ზეციური დედოფლისადმი და მანაც, ყოვლადძლიერმა, არ უგულებელჰყო მათი ვედრება. ვერ მოასწრეს მონასტრის საუნჯით დატვირთულმა ხომალდებმა ნაპირისგან მოშორება, რომ ამოვარდა სასტიკი ქარიშხალი და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. გადარჩა მხოლოდ ის გემი, რომელზეც იმყოფებოდა სპარსთა მეთაური - ამირა. მან ეს უბედურება სავანის გაძარცვისათვის მოვლენილ ღმრთის სამართლიან რისხვად აღიარა, შენდობა და ღმრთის წინაშე მეოხება სთხოვა მამებს, დაუბრუნა მონასტერს ნაძარცვი ქონება და თვითონ გაიქცა შეძრწუნებული.

* * *

ლექსი კომნენოსის მეფობის დროს ათონის მთის ყველა ბერძნული მონასტერი  დაცარიელდა რაღაც მავნე მწერების შემოსევის გამო. ზეციური მეკარის - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შეწევნით ქართველ მამებს არ მიუტოვებიათ მონასტერი  და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას, როგორც გვიამბობს მემატიანე.

* * *

რთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში - პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასავენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?“ „არა, - მიუგო მოგზაურმა, - ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა“. მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები“.
მწირი მაშინვე გაეშურა მონასტრისაკენ, იპოვა დარაჯი და სთხოვა პური მიეყიდა, და ხელში მონეტა ჩაუდო, რომელიც მისი თქმით ვიღაც ქალმა აჩუქა. ქალის ხსენებამ დარაჯი შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მონეტის დანახვამ ეჭვი გაუფანტა და მიხვდა, რომ სასწაული ხდებოდა. სასწრაფოდ ზარები დარეკა, რათა მამები შეეკრიბა და მათთვის მომხდარი ამბავი ეცნობებინა. მამებმა მოისმინეს ეს საკვირველი ამბავი და განცვიფრდნენ. დაადგინეს, რომ მწირის მიერ მოტანილი ოქროს მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლისადმი შენაწირი იყო და დიდი რუდუნებით კვლავ წმიდა ხატთან დაასვენეს. ამის შემდეგ ყველანი დაუყოვნებლივ აღნიშნულ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. სასწაულის სამახსოვროდ მამებმა გამოცხადების ადგილას დააყენეს პატარა სალოცავი. 1960 წელს კი ივერთა მონასტრის ბერ-მონაზონმა მაქსიმემ, რომელიც ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით, თავისი ხარჯებით მშვენიერი სამლოცველო ააგო ამ ადგილზე ივერიის ღმრთისმშობლის პატივსაცემად და მას წლების მანძილზე ემსახურებოდა. ეს სამლოცველო ლამაზი ფრესკებით არის დამშვენებული.

* * *

ინაიდან მონასტრის მკვიდრნი ხარჯებს უფრთხილდებოდნენ, შეწყვიტეს სტუმრების მიღება და მათთვის ჩვეული სტუმარმასპინძლობა უარყვეს, საჭირო იყო, რათა მომხდარიყო ახალი სასწაული. ამიტომაც პური და ოსპი გაფუჭდა საწყობში, ღვინო და ზეთისხილი კი ერთიანად განადგურდა. ამ უცნაური ამბით შეშფოთებული ბერები ცრემლებით ევედრებოდნენ ღმრთისმშობელს, წყალობა მოეღო მათზე. შეიწყნარა მათი მუდარა მრავალმოწყალემ და მისი მადლით კვლავ უხილავად აივსო დაცარიელებული ჭურჭელი.

* * *

XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა მეუფე ტიმოთე გაბაშვილმა. ივერთა მონასტერში, ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინათ, ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც გაკვირვებულ ბერს მიუგო: „წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვისო!“ ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.

* * *

1821 წლის ბერძენთა აჯანყების საშინელ პერიოდში თურქი ჯარისკაცებით აივსო ათონის მთის ყველა სავანე, რომლებსაც დამპყრობელთა შენახვა და ხაზინაში უზარმაზარი გადასახადების შეტანა დაეკისრათ. დაცარიელდა ივერთა სავანე, აქ დარჩა მხოლოს რამდენიმე ბერი. ღამ-ღამობით თურქები ხედავდნენ ქალს ყრმით ხელში. ამ ამბავმა მათ აფიქრებინა, რომ ბერებს იქ სხვა ქალებიც ჰყავდათ გადამალული. მოუხმეს მონასტრის დარაჯს, ბერ-დიაკონ გრიგოლს და მისი წამების ფასად სცადეს გამოერკვიათ, თუ ვინ იყო ის იდუმალი სტუმარი, ღამით რომ ჩნდებოდა და კვლავ უჩინარდებოდა ხოლმე. სასტიკად ნაგვემი და დასისხლიანებული ბერი კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიუძღვა მათ და უთხრა: „ეს არის!“ ჯარისკაცები შიშითა და კანკალით გაეცალნენ იმ ადგილს.

* * *

რთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვისა და პარაკლისების აღსრულება ჰქონდა დავალებული, თვალი მოჰკრა ზეციური სიმშვენიერის ქალს შავ შესამოსელში; მას ხელში ცოცხი ეკავა და მონასტერს ჰგვიდა. მღვდელი ადგილზე გაქვავდა, როდესაც მონასტერში ქალი იხილა და ისიც ცოცხით ხელში, მერე მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: „აქ რას აკეთებ, მონასტერს ჰგვი?“ უცნობმა უპასუხა: „რასაკვირველია. მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელია არავის გამოუგვია!“
ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, ანუ ე.წ. თომას კვირას. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, რომ სულთანმა გამოსცა განკარგულება ათონის მთიდან თურქეთის ჯარების გამოსვლის შესახებ. მას შემდეგ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად და სამადლობლად თომას კვირას ყველა ტაძარში სრულდება ღამისთევით ლოცვა. რამეთუ ცოცხით, რომელიც ღმრთისმშობლის შეწევნის ნიშანი იყო, თურქები გახვეტილ იქნენ წმიდა მთიდან და „ღმრთისმშობლის სავანე გაიწმინდა სიბილწისა და უკეთურებისაგან.

* * *

1854 წელს ათონზე შიმშილობა ჩამოვარდა. აქ მოღვაწეთა უდიდესმა ნაწილმა მიატოვა წმიდა მთა - ორმოცი ათასი ბერიდან დარჩა მარტოოდენ ათასი და მათაც გაქცევა ჰქონდათ განზრახული. მაშინ ღმრთისმშობელი გამოეცხადა მეუდაბნოე მამებს და უთხრა: „რისი შეგეშინდათ? ყველაფერი გაივლის და მთას კვლავ აავსებენ მოღვაწენი. სანამ ჩემი ხატი ივერთა მონასტერში იმყოფება, არაფრის გეშინოდეთ და მშვიდად იცხოვრეთ თქვენს სენაკებში. აი როცა მე გამოვალ ივერთა მონასტრიდან, მაშინ დაე ყველამ აიღოს თავისი ჩანთა და წავიდეს, სადაც ენებოს!“ გავიდა დრო და ათონზე შიმშილობა შეწყდა, ბერ-მონაზვნური ცხოვრება კი უწინდელ კალაპოტში ჩადგა.

* * *

1865 წელს ივერთა სავანეში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა 16 ეკლესია, სენაკები და რამდენიმე შენობა გაანადგურა. ტაძარს, რომელშიც კარიბჭის ხატი იმყოფებოდა, ცეცხლი არ შეჰხებია.

* * *

მრთისმშობელს არ მოსწონს, რომ ივერიის პატიოსანი ხატი უწმინდური სულის ადამიანებმა ჩამოატარონ ლიტანიობაზე. ამ დროს იგი საშინლად მძიმდება და ისინიც მაშინვე სხვას გადასცემენ ხატს და თვითონ გარბიან. არც ყველა ფოტოგრაფი მოსწონს. საჭიროა, რომ ისინი წმიდა ადამიანები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფოტოფირები უმოწყალოდ ნადგურდება. ერთი საეჭვო ყოფაქცევის კაცს დაჟინებით უცდია ფოტო გადაეღო ხატისათვის დღესასწაულზე, როცა თესალონიკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი მსახურობდა და რა მოხდა?! ხელები დაუდამბლავდა, აპარატი შორს გადატყორცნა, მთლად კანკალმა აიტანა და შიშითა და სირცხვილით გაუჩინარდა. მოზეიმენი კი ამბობდნენ: „ცოცხალია კარიბჭის ღმრთისმშობელი“.

* * *

1920 წელს ახალგაზრდა ათენელ მეფუტკრეს, სახელად ილიას, გრიპის გართულების შედეგად უმძიმესი ფორმის ფილტვების ანთება დაემართა. ექიმებისგან იმედგადაწურული სასიკვდილოდ გამზადებული იწვა. დედამისი, ქვრივი ქალი, მთელი ღამის განმავლობაში ევედრებოდა ყოვლადუბიწოს მის გადარჩენას. ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა მუხლმოყრილი დედა, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი იყო. სწორედ ეს განამტკიცებდა მის რწმენას. მეორე დღეს ილია სრულიად განიკურნა. მადლიერების ნიშნად ამ ქალმა ათონის ივერთა მონასტერს ოქროს სამაჯური შესწირა, რომელიც დღეს კარიბჭის ხატის წინ ასვენია.

* * *

ოფელ ჰერამილიტინიში მღვდელ მიხეილ პაკალისს ჰყავდა 20 წლის ასული, სახელად დესპინელა. გოგონას დამბლა ჰქონდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. მამა მიხეილს სახლში ჰქონდა ივერიის ღმრთისმშობლის ქაღალდის ხატი, რომლის წინაშეც გალობდა და მხურვალე გულით შესთხოვდა შვილის გამოჯანმრთელებას. ერთხელაც დილით დავრდომილი გოგონა გაჯანსაღებული სიხარულით ჩაეკონა თავისი ოჯახის წევრებს და ეს სიხარული მთელს სოფელს გადასდო. მამამ კი წერილი გააგზავნა მონასტერში, რომელშიც გამოთქვამდა უსაზღვრო მადლობას კარიბჭის ღვთისმშობლის მიმართ.

* * *

1960 წლის აგვისტოში სპარტას მისტრაში დედათა მონასტრის მახლობლად ცეცხლი მოეკიდა არქეოლოგიურ სათავსოს და ისტორიულ ტაძარს მთლიანად განადგურებას უქადდა. არავითარ ადამიანურ ძალას არ შეეძლო შველა. იქ მხოლოდ იღუმენია და მონაზვნები იყვნენ, რომელთაც არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.
ამ მძიმე წუთებში იღუმენია ივერთა მონასტრის უახლოესი მეტოქისკენ მიბრუნდა და ივერიის ღმრთისმშობელს შეევედრა: „ყოვლადწმიდაო კარიბჭის ღმრთისმშობელო, გვიხსენი!“ დახმარება იმწამსვე მოვიდა. ხანძარი შეჩერდა, ბოლოს კი ისე ჩაქრა, რომ არავითარი ზიანი არ მიუყენებია მონასტრისათვის. მონაზვნებმა მაშინვე სამადლობელი ლოცვები აღუვლინეს მარადის ქალწულს.


კლესიის დიდი მამა, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „როცა შეჰყურებ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს, მთელი გულით მიისწრაფე მისკენ, რომელიც მეუფებს სასუფეველში, და ჰმადლობდე მას, რამეთუ მან შვა, ძუძუ აწოვა და აღზარდა სოფლის მაცხოვარი; რამეთუ არ დაგვტოვებს ჩვენს უხილავ ბრძოლაში თავისი მეოხებისა და შეწევნის გარეშე“. ღმრთისმშობლის ხატთან მორწმუნეთა მიერ აღვლენილი ყოველი ლოცვა ხომ ზეციურ მამასთან ადის, რომელსაც ძალუძს თავისი მადლით დაამსხვრიოს ეშმაკის ხელმწიფება და აღადგინოს სული დაცემის უფსკრულიდან - ოღონდაც მოუხმოს ამ სულმა მარადის ქალწულს, გულის სიღრმიდან შეჰღაღადოს თავის ჭეშმარიტ დედას. სოფლისათვის მიუწვდომელია ეს საიდუმლო: მთელს კაცორბიობას და ყოველ ადამიანს ჰყავს დედა, რომლის სიყვარულიც უკანასკნელი თავშესაფარი და გადარჩენის იმედია ღმრთის დაკარგულ და რწმენას მოწყვეტილ შვილთათვის... გვწამდეს ჩვენი დედისა, სახიერი მეკარისა, და ვსასოებდეთ, რომ იგი ჩვენს ყველა ცოდვას განწმენდს და შეგვეგებება მისი ძისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფევლის კართან. ამინ.